Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების მთავარი სამხედრო ინსპექოტორის


შეერთებული შტატების მთავარი სამხედრო ინსპექოტორის, ჩარლზ დულფერის თქმით, ერაყს არ მოეპოვებოდა აქტიური ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული პროგრამები

შეერთებული შტატების მთავარი სამხედრო ინსპექოტორის, ჩარლზ დულფერის თქმით, ერაყს არ მოეპოვებოდა აქტიური ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული პროგრამები
ქვეყანაში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ჯარების შეჭრის მომენტისთვის. დასკვნით ანგარიშში, რომელიც დღეს ვაშინგტონში, სენატს წარუდგინა დულფერმა, ნათქვამია, რომ ბაღდადმა თავისი მასობრივი განადგურების იარაღი 1991 წელს ჩააბარა და აღარ ფლობდა მათ არსენალებს. ასეთი იარაღის არსებობის საფრთხე მთავარი მიზეზი იყო, რისთვისაც შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა 2003 წლის მარტში ერაყის ოკუპაცია დაიწყეს. ამასთან, დულფერის ანგარიშის თანახმად, სადამ ჰუსეინს საბოლოოდ არ ჰქონდა უარი ნათქვამი მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაზე. იგი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მისი წარმოების განახლებას, თუკი გაერო გააუქმებდა ერაყის მიმართ დაწესებულ სანქციებს.
XS
SM
MD
LG