Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და რუსეთი გამოეხმაურნენ აშშ-ის


საფრანგეთი და რუსეთი გამოეხმაურნენ აშშ-ის ბრალდებას,

საფრანგეთი და რუსეთი გამოეხმაურნენ აშშ-ის ბრალდებას,
რომ რუსი და ფრანგი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ქრთამს იღებდნენ ერაყის ყოფილი რეჟიმისაგან. ეს გამოხმაურება მოჰყვა ამერიკული დაზვერვის ცენტრალური საგენტოს ანგარიშს, რომელშიც დასახელებულია ასობით ადამიანი, ფირმა, პარტია და აღნიშნულია, რომ მათ მოსყიდავს ცდილობდა სადამ ჰუსეინი გაეროს სანქციების გაუქმების მისაღწევად. როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკული დაზვერვის უწყების ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. დღესვე რუსმა პარლამენტარმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ უარყო ბრალდება, რომ ქრთამს იღებდა ერაყის რეჟიმისაგან. ამერიკული დაზვერვის უწყების ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG