Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ისევ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება ერაყში ომის დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ისევ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება ერაყში ომის დაწყების შესახებ
მას შემდეგ, რაც გუშინ გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის მიხედვით, ერაყს არ გააჩნდა აკრძალული იარაღის მარაგი.
ბუშის თქმით, აშშ უსაფრთხოების მხრივ უკეთაა უზრუნველყოფილი სადამ ჰუსეინის დაპატიმრების შემდეგ.
“სადამ ჰუსეინი იყო გამორჩეული საფრთხე, ჩვენი ქვეყნის მტერი, ტერორიზმის სპონსორიო", აღნიშნა ბუშმა. ასევე ბუშის თქმით, სადამ ჰუსეინს ჯერ კიდევ ჰქონდა საშუალება და განზრახვა, შეექმნა მასობრივი განადგურების იარაღი.
ბუშის ეს გამოსვლა მოჰყვა ერაყში განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელის, ჩარლზ დალფერის მიერ წარდგენილ ანგარიშს, რომლის მიხედვით, სადამ ჰუსეინს 1991 წლის შემდეგ განადგურებული ჰქონდა თავისი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის უდიდესი ნაწილი. თუმცა, აპირებდა არსენალის აღდგენას მას შემდეგ, რაც ბოლო მოეღებოდა ერაყის წინააღმდეგ სანქციებს.
XS
SM
MD
LG