Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა


სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა პაკისტანის ქალაქ მულტანში

სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა პაკისტანის ქალაქ მულტანში
მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქების მსხვერპლი გახდნენ მგლოვიარეები, შეკრებილი სუნიტების გასამხედროებული ორგანიზაციის ლიდერის დაღუპვის წლისთავის აღსანიშნავად. ამ აფეთქებამდე 6 დღით ადრე თვითმკვლელმა მოიერიშემ 30 ადამიანი მოკლა შიიტური უმცირესობის მეჩეთში, ქალაქ სიალკოტში. ხუთშაბათს მოწყობილი აფეთქების პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ სუნიტების ხელმძღვანელობა შიიტ ექსტრემისტებს ადანაშაულებს. შიიტების ლიდერები უარყოფენ ამ ბრალდებას. პაკისტანის რამდენიმე ქალაქში პოლიციელები და გასამხედროებული ორგანიზაციების წევრები არიან განთავსებული. მათი მოვალეობაა, არ დაუშვან ძალადობის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG