Accessibility links

logo-print

სტრასბურში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაიმართა


სტრასბურში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაიმართა დებატები საქართველოსა და რუსეთს შორის

სტრასბურში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაიმართა დებატები საქართველოსა და რუსეთს შორის
ურთიერთობის საკითხზე. საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, დებატებზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მან რუსეთი სეპარატიზმთან მიმართებაში “ორმაგ სტანდარტებში” დაადნაშაულა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დებატების მიზანია არა რუსეთისთვის ბრალდების წაყენება, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასთან იმ საკითხებზე აზრთა გაცვლა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივ საფუძველზე ვერ გვარდება. დებატების შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა: [ნინო ბურჯანაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია] რაც შეეხება რუსეთის მხარეს, დებატებზე სიტყვით გამოვიდა ამ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზეა კონცენტრირებული. კოსაჩოვმა დამწსრეებს შეახსენა, რომ რუსეთსა და საქართველოს მეგობრობის ძველი ტრადიციები აკავშირებს.
XS
SM
MD
LG