Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დასრულდა ისტორიაში პირველი პირდაპირი


ავღანეთში დასრულდა ისტორიაში პირველი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.

ავღანეთში დასრულდა ისტორიაში პირველი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.
გაეროს თანახმად, მასში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის 15-ვე მეტოქე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას და რომ არ ცნობს კენჭისყრის შედეგებს. მათი მოთხოვნის მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციამ უარი თქვა კენჭისყრის შეჩერებაზე და განაცხადა, რომ ყველა საჩივარი განხილულ იქნება. კარზაიმ მხარი დაუჭირა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. [კარზაის ხმა] "ჯერ ერთი, დაგვიანებულია ავღანეთის არჩევნების ბოიკოტის გამოცხადება. ავღანელმა ხალხმა უკვე მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და, ჩემის აზრით, ყველამ უნდა ვცეთ პატივი იმ ფაქტს, რომ ავღანელები თოვლსა, წვიმასა და ტალახში გამოვიდნენ თავიანთი სახლებიდან და საათობით იცდიდნენ ხმის მისაცემად. პატივი უნდა ვცეთ ამ შედეგებს, როგორიც უნდა იყოს ის და საარჩევნო კომისიას მივცეთ დრო იმის შესასწავლად, თუ რა დარღვევები მოხდა." როგორც იტყობინებიან, ამომრჩეველთა აქტიურობა მთელს ქვეყანაში მაღალი იყო. წინასწარი შედეგები მოსალოდნელია არაუადრეს 48 საათის შემდეგ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული იყო 10-მილიონნახევარი ავღანელი, მათგან 41 პროცენტზე მეტი - ქალები. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მაღალი შეფასება მისცა არჩევნებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG