Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნებზე ზედიზედ მეოთხედ


ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნებზე ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს გამარჯვება კონსერვატორებმა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ჯონ ჰაუარდის ხელმძღვანელობით.

ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნებზე ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს გამარჯვება კონსერვატორებმა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ჯონ ჰაუარდის ხელმძღვანელობით.
როგორც ჩანს, კონსერვატორები, რომლებსაც პარლამენტში ისედაც ჰქონდათ უმრავლესობა, უფრო მეტ ადგილს მიიღებენ. ჰაუარდის მთავარმა მეტოქემ, ლეიბორისტების ლიდერმა მარკ ლეტემმა უკვე აღიარა დამარცხება. წინასაარჩევნო დებატების უმთავრესი თემები იყო ეკონომიკური საკითხები და ერაყში ავსტრალიის ჯარების ბედი. ჰაუარდმა განაცხადა, რომ ჯარები იქ დარჩებიან, სანამ ეს საჭირო იქნება. ლეტემი პირობას დებდა, რომ ჯარებს უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიყვანდა ერაყიდან.

XS
SM
MD
LG