Accessibility links

რა არის ”უსინათლოთა საზოგადოებაში” წარმოქმნილი დაპირისპირების მიზეზი


უკვე მეცამეტე დღეა შიმშილობას განაგრძობს ანზორ მღვდელაძე, ”საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების” ერთ-ერთი აქტიური წევრი. მან პროტესტის ამ უკიდურეს

ფორმას უსინათლოთა საზოგადოებაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიმართა. ეს საზოგადოება ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დროს მილიონებად შეფასებულ ქონებასა და რამდენიმე მოქმედ საწარმოს ფლობდა. ახლა საწარმოთა უმრავლესობა გაჩერებულია, თუმცა ის, რაც დღევანდელ საქართველოშიც ფასობს, უძრავი ქონება, საზოგადოებისთვის უსარგებლოა. ამას ემატება ისიც, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის არჩევა გარკვეული პროცედურული დარღვევებით განხორციელდა, რაც არაერთი სასამართლო დავის საგნად იქცა. ერთი ასეთი სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერსაც უნდა გამართულიყო.

[ისმის ხმაური]

ეს დავა და კამათი უსინათლო ინვალიდთა შორის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. უსინათლოთა საზოგადოებაში წარმოქმნილ ამ დაპირისპირებაში სიცხადე ჯერჯერობით ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეიტანა. ეს მისია თითქოს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს უნდა შეესრულებინა, მაგრამ 8 ოქტომბერს პროცესი არ შედგა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სამართლებრივ დაპირისპირებას უსინათლოთა საზოგადოებაში საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს - ის 1997 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ მაშინ ჩაერია პირველად სასამართლო საზოგადოების შიდა საქმეში, რადგან უსინათლოთა ორგანიზაციის საარჩევნო ყრილობის ორგანიზატორმა ყრილობის შედეგები გაასაჩივრა იმის გამო, რომ კენჭისყრა პროცედურის დარღვევით ჩატარდა. სასამართლომ ეს სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა მისი აღსრულება 2003 წლის 16 სექტემბრამდე არ განხორციელებულა. სწორედ ამ დრომდე ჩატარდა უსინათლოთა საზოგადოების რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა, რომელმაც ახალი ხელმძღვანელობა აირჩია.

ახლა ამ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებული მხარე სასამართლოსგან ძველი მმართველობის აღდგენას ითხოვს, რათა საარჩევნო ყრილობა წესდების სრული დაცვით ჩატარდეს. სწორედ ამ მოთხოვნით შიმშილობს პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი ანზორ მღვდელაძე.

[ანზორ მღვდელაძის ხმა]

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეზო მაისურაძე.

[რეზო მაისურაძის ხმა]

ამ იურიდიულ დავაში მტყუან-მართლის გარჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა კი ერთი ცხადია: უსინათლოთა რამდენიმემილიონიანმა ქონებამ უფრო მეტი სარგებლობა შეიძლება მოუტანოს საქართველოში მცხოვრებ 4700-მდე უსინათლო ინვალიდს. ჯერჯერობით კი, როგორც რეზო მაისურაძე ამბობს, შენობების გაქირავებიდან წლიურად მხოლოდ 76 ათას ლარამდე გროვდება, რაც ორგანიზაციაში დასაქმებულ 150-მდე თანამშრომლის ხელფასებს ხმარდება და პერსონალური დახმარებებიც გაიცემა, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. სიმბოლურ დივიდენდებს იღებს უსინათლოთა საზოგადოება იმ კომპანიებიდანაც, რომლებიც სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებენ. ანზორ მღვდელაძის უკმაყოფილების საფუძველი ასეთი არასწორი მენეჯმენტიცაა.

[ანზორ მღვდელაძის ხმა] ” 10 მილიონი შემცირდა 2 მილიონამდე...”

ქონების საფასურის შემცირებას არც რეზო მაისურაძე უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ უძრავ ქონებას რაოდენობრივად არაფერი დაჰკლებია.

[რეზო მაისურაძის ხმა] ”სახეზეა ყველაფერი....”

[ისმის კამათის ხმა]

ამ დავაში ყველაზე ნაკლებად არიან ჩარეული უსინათლოთა საზოგადოების უბრალო წევრები. ისინი სახოგადოების არსებობაში ხეირს ვერ ხედავენ და მის გაუქმებასაც კი მოითხოვენ.

[ალიკა სტეფანიანის ხმა]

ეს არის უსინათლო, პირველი ჯგუფის ინვალიდი ალიკა სტეფანიანი. იგი ახლა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, უსინათლოთათვის სატელეფონო საუბრებზე წუთობრივი გადასახადის დაწესების წინააღმდეგ იბრძვის, მაშინ როდესაც მისი ორგანიზაცია მილიონობით ლარის ქონების მფლობელია.
XS
SM
MD
LG