Accessibility links

ავღანეთში მიმდინარეობს მოლაპარაკება შაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარების


ავღანეთში მიმდინარეობს მოლაპარაკება შაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარების მიზნით. შეერთებული შტატების წარგზავნილი

ზალმაი ხალილზადი ცდილობს, დაიყოლიოს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოწინააღმდეგეები, უარი თქვან გამოთქმულ მუქარაზე და აღიარონ კენჭისყრის შედეგები.

თავად პრეზიდენტმა კარზაიმ ბოიკოტის განზრახვასთან დაკავშირებით გულისტკივილი გამოთქვა და განაცხადა, რომ თუ მისმა ოპონენტებმა მუქარა საქმედ აქციეს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს ავღანეთს.

კარზაის ხმა 1110 "გული მეტკინა, როცა გუშინ ბოიკოტის ამბავი შევიტყე. გული მეტკინა, როგორც ავღანელს. ეს ხომ ავღანელი ხალხის არჩევნები იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, და ამდენი ტანჯვა-წამების შემდეგ, როცა ავღანელი ხალხი ხმის მისაცემად წავიდა - მილიონობით, სიხარულითა ზარ-ზეიმით."

ჰამიდ კარზაის თქმით, ავღანელი ხალხი ენთუზიაზმით შეხვდა არჩევნებს და საარჩევნო უბნებზე მისვლით გამოხატა საკუთარი პოზიცია.

კარზაის ხმა 1112 "ავღანელი ხალხი წავიდა და ხმა მისცა; და ხმის მიცემით დაადასტურა ტერორიზმის მარცხი; მარცხი ყველა იმ ძალისა, ვისაც ავღანეთში მშვიდობა არ სურდა."

ეს იყო ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. ხოლო იმის შესახებ, თუ რით დამთავრდება ავღანეთში მიმდინარე მოლაპარაკებები, ჩვენი მომდევნო გადაცემებიდან შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG