Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა უკანონოდ მიიჩნევს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა უკანონოდ მიიჩნევს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს სერგეი ბაღაფში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად. არძინბას განცხადებით, აფხაზეთში მცოცავი გადატრიალება მზადდება თბილისის სცენარით. ბაღაფშმა არძინბას განცხადებას სამოქალაქო ომისკენ მოწოდება უწოდა. რაულ ხაჯიმბამ, ასევე არჩევნების მონაწილემ, უზენაეს სასამართლოში შეიტანა განცხადება გააუქმოს კომისიის გადაწყვეტილება.
პრემიერ მინისტრმა ნოდარ ხაშბამ თქვა, რომ არჩევნების შედეგი სასამართლომ უნდა დადგინოს.
დღეს სოხუმში ხაჯიმბას მომხრეებმა ფილარმონიის შენობა დაიკავეს და არ ტოვებენ მას, სანამ როგორც ისინი ამბობენ, კანონიერ გადაწყვეტილება არ მიიღება.
XS
SM
MD
LG