Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სერგეი ბაღაფში


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სერგეი ბაღაფში აცხადებს,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სერგეი ბაღაფში აცხადებს,
რომ ხალხი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება აფხაზეთის ლიდერი. ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბაღაფშმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს საერთო სახალხო კრების მოწვევას აპირებს, რომელშიც მისი ვარაუდით 15 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ხუთშაბათსვე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელი, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არის მიმართული. შეგახსენებთ, კომისიის გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG