Accessibility links

logo-print

გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის ტურნე ბალტიისპირეთის


გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის ტურნე ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის ტურნე ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
ოთხშაბათს დასრულდა მისი ორდღიანი ვიზიტი ესტონეთში. ესტონეთის პრეზიდენტ არნოლდ რუუტელთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მოხიბლულია ესტონეთის უნარით, რომელმაც დაძლია საბჭოთა მემკვიდრეობა და ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდა. ესტონეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაეხმაროს საქართველოს დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. რუუტელმა აღნიშნა, რომ ესტონეთი და საქართველო აპირებენ თანამშრომლობის დაწყებას საშინაო უსაფრთხოების სფეროში, რაც საქართველოს პოლიციელთა წვრთნასაც გულისხმობს. ლატვიასა და ლიტვაში მოგზაურობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პარასკევს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG