Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა


ოთხშაბათს აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა რედაქტორმა ოთარ ლაკრბამ

ოთხშაბათს აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა რედაქტორმა ოთარ ლაკრბამ
და კიდევ 20 ჟურნალისტმა სამსახური დატოვა. მიზეზად ლაკრბამ პრეზიდენტობის ორი კანდიდატისგან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლა დაასახელა. სააგენტო იტარ-ტასს ოთარ ლაკრბამ განუცხადა, რომ არსებულ პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულება წარმოუდგენლად მიაჩნია. როგორც ცნობილია, თანამდებობიდან წავიდა აგრეთვე აფხაზეთის ტელევიზიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იური კუთარბაც. პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმის ტელევიზია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა: [ბაღაფშის ხმა] "რამდენადაც ცნობილია, ტელევიზიის კოლექტივში ახლა მიმდინარეობს დებატები და თათბირები იმის თაობაზე, რომ თითქმის მთელს კოლექტივს სურს დაწეროს განცხადება და წავიდეს ტელევიზიიდან. მიმაჩნია, რომ გუშინდელი ამბავი არის სამარცხვინო ლაქა კოლექტივის, უფრო სწორად კი იმ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტთა ცხოვრებაში, რომლებიც გუშინ იმ გადაცემას უძღვებოდნენ." სერგეი ბაღაფში გულისხმობს აფხაზეთის ტელევიზიის გადაცემაზე, სადაც ის პროქართველ პოლიტიკოსად მოიხსენიეს: [ბაღაფშის ხმა] "აფხაზეთის ხალხმა საკუთარი გზა აირჩია. ეს არის დამოუკიდებლობის გზა. თუკი ჩვენთან ისაუბრებენ, როგორც თანაბარ პარტნიორებთან, თანაბარ სუბიექტთან, მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი. ძალის პოზიციიდან საუბარსა და უმცროსი ძმის როლის მონიჭების უფლებას ჩვენ არავის მივცემთ".
XS
SM
MD
LG