Accessibility links

logo-print

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ში გენერალური დირექტორის


სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ში გენერალური დირექტორის

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ში გენერალური დირექტორის
თანამდებობაზე ბრუნდება ნიკოლოზ ტაბატაძე. მან ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დატოვა. ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლოზ ტაბატაძემ განაცხადა, რომ მას ემოციურად საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილთან, თუმცა ყველა მათგანმა საქმისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება ურჩია. მიხეილ სააკაშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდება თუ ვინ დაიკავებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვაკანტურ ადგილს.
XS
SM
MD
LG