Accessibility links

logo-print

რა ბედი ელის თბილისში პოპულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს - ეგრეთ წოდებულ “მარშრუტკებს”


საქართველოს დედაქალაქში მეტისმეტად გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის განსატვირთად თბილისის მუნიციპალიტეტმა 110-მდე ავტობუსი შეისყიდა და

ექსპლუატაციაში გაუშვა. თუმცა ეს ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა სატრანსპორტო ბაზრიდან სამარშრუტო ტაქსების გასაძევებლად. ისინი კიდევ უფრო მომრავლდნენ და სულ უფრო ხშირად ქმნიან საგზაო საცობებს თუ საავარიო სიტუაციებს. დედაქალაქის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოფიქრებული აქვთ სამარშრუტო ტაქსების შემცირებისა და მათი მოძრაობის მოწესრიგების ახალი სისტემა, რომლის პრეზენტაციასაც დავესწარი.

[ისმის “მარშრუტკის” ხმა]

მე ჩვეულებრივი თბილისური “მარშრუტკით” ვმგზავრობ. მისი მძღოლიც და მგზავრებიც უკმაყოფილონი არიან იმ საპატრულო პოლიციის ახალი მოთხოვნით, რომელიც სამარშრუტო ტაქსის გაჩერებას კრძალავს თბილისის ცენტრალური გამზირის, რუსთაველის, ნებისმიერ ადგილზე. მგზავრებისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ “მარშრუტკის” გაჩერება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებზე, ეგრეთ წოდებულ გაჩერებებზე, შეიძლება. აქამდე თბილისური სამარშრუტო ტაქსები ხომ იმით იყვნენ ცნობილი, რომ, მგზავრის მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერ ადგილზე ჩერდებოდნენ.

[მგზავრების ხმა] “მომწონს. - არ მომწონს.
არაკომფორტულობისა და სიძვირის გარდა, რეგისტრირებულ 3040 სამარშრუტო ტაქსს დედაქალაქის ბიუჯეტში მცირე თანხა შეაქვს - თვეში 50 ლარი, მაშინ როდესაც გაცილებით იაფფასიანი ავტობუსები ყოველდღიურად 120 ლარზე მეტ თანხას აგროვებენ. მცირე შემოსავლების გარდა, დედაქალაქში 2000-მდე უკონტროლო “მარშრუტკა” მოძრაობს ყოველდღიურად. მათ გარდა, რეგისტრირებული სამარშრუტო ტაქსების უმრავლესობაც კი ეგრეთ წოდებულ შავ სამყაროს უხდის გადასახადებს და არა სახელმწიფო ბიუჯეტს.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “გამოვაცხადებთ აუქციონს იმისთვის, რომ “კრიშები” ამოვარდეს სქემიდან.”

წინასწარვეა ცნობილი, რომ დედაქალაქის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ეს ახალი ინიციატივა დიდ წინააღმდეგობებს წააწყდება როგორც შავი სამყაროსგან, რომელიც საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებს სამარშრუტო ტაქსების ექსპლუატაციით, ასევე მძღოლებისგანაც.

[მძღოლის ხმა]
[მეორე მძღოლის ხმა]

დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობებით აღსავსე ინიციატივა მაინც უნდა განხორციელდეს, რათა ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება ოფიციალურად და გამჭვირვალედ ჩაებას სატრანსპორტო ბიზნესში. ამ რეფორმით თბილისის მთავრობას მეორე კურდღლის დაჭერაც აქვს განზრახული.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ყველა მეტროს სადგური დაიტვირთება” ...

სანამ თბილისის მერიის ეს ინიციატივები რეალობად იქცევა, მანამდე თბილისელებს ისევ პირამდე გადატვირთული, არაკომფორტული და ძვირად ღირებული “მარშრუტკებით” მგზავრობა მოუწევთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG