Accessibility links

ჩინეთში პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ და


ჩინეთში პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს,

ჩინეთში პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს,
მათ შორის ხელშეკრულებას საერთო საზღვრის შესახებ. პუტინის თქმით, ხელშეკრულებამ საზღვრის დემარკაციაზე ბოლო მოუღო ამ საკითხზე 40-წლიან დისკუსიას. [პუტინის ხმა] “გადაიდგა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯი. წერტილი დაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის დისკუსიას საზღვრის საკითხზე. ამ გადაწყვეტილებამდე 40 წელი ვიარეთ. რუსეთმა და ჩინეთმა სიბრძნე გამოიჩინეს და მიიღეს დაბალანსებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამება”. დღესვე, ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოშვებულ ერთობლივ დეკლარაციაში ჩინეთმა მხარი დაუჭირა რუსეთის მალე შესვლას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. პუტინი 3 დღით ეწვია ჩინეთს - ეს ვიზიტი ემთხვევა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 55-ე წლისთავს.
XS
SM
MD
LG