Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ელიტურ და განსაკუთრებით კარგად


ბაღდადის ელიტურ და განსაკუთრებით კარგად დაცულ უბანში, რომელსაც მწვანე ზონას უწოდებენ, ორი ბომბი აფეთქდა.

ბაღდადის ელიტურ და განსაკუთრებით კარგად დაცულ უბანში, რომელსაც მწვანე ზონას უწოდებენ, ორი ბომბი აფეთქდა.
დაიღუპა სულ მცირე 5 და დაიჭრა 20-მდე ადამიანი. უფრო ადრე გავრცელებულ ინფორმაციაში ლაპარაკი იყო მეტ დაღუპულზე, მაგრამ მოგვიანებით ეს მონაცემები შეასწორეს. დაღუპულებიდან 3 მაინც არის ამერიკელი - ისინი ერაყში კერძო ფირმაში მუშაობდნენ. მწვანე ზონაში ამერიკული წარმომადგენლობისა და ერაყის ხელმძღვანელობის მთავარი ოფისებია განთავსებული. აფეთქებების პასუხისმგებლობა იკისრა გასამხედროებულმა ორგანიზაციამ, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობს იორდანელი აბუ მუსაბ ზარკაუი. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, შეწყდა მოლაპარაკება ქალაქ ფალუჯის დელეგაციასა და ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. ფალუჯის დელეგაციის წევრის თქმით, მოლაპარაკების წარუმატებლობის მიზეზი იყო ერაყის დროებითი პრემიერ-მინისტრის, იად ალაუის მიუღებელი მოთხოვნა, ფალუჯიდან უცხოელი მებრძოლების, მათ შორის ზარკაუის გაცემის შესახებ.
XS
SM
MD
LG