Accessibility links

აშშ უკრაინაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიით


აშშ უკრაინაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიით გაწბილებას გამოთქვამს.

აშშ უკრაინაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიით გაწბილებას გამოთქვამს.
ლაპარაკია კამპანიაზე, რომელიც წინ უსწრებს 31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა დღეს აღნიშნა, ვაშინგტონში უკმაყოფილო არიან იმით, რომ საარჩევნო კამპანია არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბაუჩერის განმარტებით, ოპოზიციის მიტინგების დაშლა, დამოუკიდებელი მედიის შევიწროვება და სხვა დარღვევები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინის მთავრობის ერთგულებას დემოკრატიის პრინციპებისადმი. იქვე ბაუჩერმა უკრაინის ხელმძღვანელობას მოუწოდა, შეწყვიტოს დემოკრატიული ნორმების ხელყოფა.
XS
SM
MD
LG