Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების


ავღანეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა. არჩევნები გასულ კვირაში, შაბათს გაიმართა

ავღანეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა. არჩევნები გასულ კვირაში, შაბათს გაიმართა
და მათი სრული შედეგები ერთი კვირა მაინც არ არის მოსალოდნელი. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, მათ შესახებ თვის ბოლომდე არ მოელიან ინფორმაციას. და მაინც, დღევანდელი, პირველი ოფიციალური შედეგები აჩვენებს, რომ ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში ხმათა თითქმის 55 პროცენტი ერგო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. ბიულეტენების დათვლის დაწყება დღემდე იმის გამო დაყოვნდა, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატმა გამოთქვა პროტესტი, მათი შეფასებით, კენჭისყრისას დაშვებული დარღვევების გამო. მათ მოთხოვნების შესწავლაზე უცხოელი ექსპერტების საბჭომ იმუშავა.
XS
SM
MD
LG