Accessibility links

საფრანგეთში პრემიერ-მინისტრმა ჟან-პიერ რაფარენმა დღეს


საფრანგეთში პრემიერ-მინისტრმა ჟან-პიერ რაფარენმა დღეს გამოთქვა აზრი, რომ არც ევროპა და არც თურქეთი არიან მზად

საფრანგეთში პრემიერ-მინისტრმა ჟან-პიერ რაფარენმა დღეს გამოთქვა აზრი, რომ არც ევროპა და არც თურქეთი არიან მზად
ევროკავშირში თურქეთის გასაწევრიანებლად. რაფარენი ამ საკითხს შეეხო საფრანგეთის პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც გაიმართა დებატები ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ. რაფარენის თქმით, ევროკავშირში თურქეთის მიღება შესაძლებელი არ არის არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალ რამდენიმე წელიწადში. ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანაში კი უფრო დადებითად არიან განწყობილი: გუშინ გერმანიის, იტალიისა და ლუქსემბურგის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე თურქეთთან მოლაპარაკების უახლოეს მომავალში დაწყებას.
XS
SM
MD
LG