Accessibility links

logo-print

სოხუმში გაიმართა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის


სოხუმში გაიმართა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მიტინგები.

სოხუმში გაიმართა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მიტინგები.
ჩვენი ინფორმაციით, 5-დან 6 ათასამდე ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატ სერგეი ბაღაფშს, რომელიც, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულად არის გამოცხადებული. მისი მეტოქის, რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერად კი რამდენიმე ასეული, ზოგი ინფორმაციით კი 3000-მდე კაცი შეიკრიბა. ხაჯიმბა არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და უზენაესი სასამართლოსაგან ამ შედეგების გაუქმებას მოითხოვს. მაგრამ უზენაესმა სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ ვერ მიიღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, ვიდრე არ შეიკრიბება ცენტრალური საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობით. ამ კომისიის თავმჯდომარე სერგეი სმირი და კომისიის კიდევ სამი წევრი ორშაბათს გადადგნენ კომისიის გადაწყვეტილების გამო, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოეცხადებინა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად.
XS
SM
MD
LG