Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის


გრძელდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში.

გრძელდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში.
გუშინ შედგა პუტინის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ჰუ ძინტაოსთან. ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა: [პუტინის ხმა] "ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, სათბობ-ენერგეტიკის კოპლექსი, მეცნიერება, ატომური ენერგეტიკა, კოსმოსის ათვისება და მოწინავე ტექნოლოგიის შექმნა - ეს ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე პერსპექტიული სფეროებია. ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, მათ შორის, სასაზღვრო დავის დარეგულირების შესახებ. ჰუ ძინტომ განაცხადა: [ჰუ ძინტაოს ხმა] "ერთობლივი დეკლარაცია წარმოადგენს რუსეთ-ჩინეთის საზღვრის საკითხის მოგვარებას. ეს საზღვარი, რომლის სიგრძე 4300 კილომეტრია, იქცევა მშვიდობიანი და მეგობრული თანამშრომლობის ზონად და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის კავშირების განვითარებას."
XS
SM
MD
LG