Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიის სამი მოსამსახურე


აშშ-ის არმიის სამი მოსამსახურე და ერთი ერაყელი მოქალაქე დაიღუპა თვითმკვლელის მიერ სირიის საზღვართან,

აშშ-ის არმიის სამი მოსამსახურე და ერთი ერაყელი მოქალაქე დაიღუპა თვითმკვლელის მიერ სირიის საზღვართან,
ბაღდადიდან 300 კილომეტრში, ქალაქ ყაიმთან მოწყობილი აქტის შედეგად.
დღესვე ფალუჯის დელეგაციამ წინადადება წამოაყენა გაგრძელდეს მოლაპარაკება ერაყის გარდამავალ მთავრობასთან, თუკი აშშ-ის არმია შეწყვეტს ქალაქზე შეტევას.
პარასკევს გაუვიდა ვადა აშშ-ის შეთანხმებას ერაყელ შიიტ მეამბოხებთან, რომელთაც იარაღი უნდა ჩაებარებინათ და სროლა შეეწყვიტათ. რადიკალური სასულიერო პირის, სადრის მომხრეები საფასურის ნაცვლად აბარებდნენ იარაღს, ახლა, ვადის გასვლის შემდეგ, მათ კიდევ ორ დღე მიეცათ ჩააბარონ თავიანთი იარაღი ბაღდადის სადრის-ქალაქაში. როცა ჩაბარება დასრულდება, აშშ-ის არმიას სურს სადრის ქალაქში უსაფრთხოება ერაყის ძალებს დაუბრუნოს. ბაღდადში დღეს აფეთქებები მოხდა ქრისტიანულ ეკლესიებთან, ცნობის თანახმად 5 ქრისტიანული ეკლსია იყო თავდასხმის სამიზნე. თავდასხმებს მოჰყვა შენობების სერიოზული დაზიანება. ესროლეს ასევე საავადმყოფოსაც ბაღდადშივე. ერთი ადამიანი დაიღუპა ამ თავდახსმების დროს, 9 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG