Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ფალუჯაში გრძელდება შეტაკებები.


ერაყის ქალაქ ფალუჯაში გრძელდება შეტაკებები. აშშ-ის ავიაცია და ტანკები განაგრძობენ იერიშებს

ერაყის ქალაქ ფალუჯაში გრძელდება შეტაკებები. აშშ-ის ავიაცია და ტანკები განაგრძობენ იერიშებს
მეამბოხეების პოზიციებზე, რასაც ეს უკანასკნელნი გამალებული ცეცხლით უპასუხებენ. მიღებული ცნობების თანახმად, დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - ერთი ბავშვი. ქალაქი ალყაშია მოქცეული. ერაყის მთავრობამ კიდევ ერთხელ მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას მოწოდებით, გასცენ მეამბოხეები და მათი ლიდერი აბუ მუსაბ ზარყავი. მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქზე ფართომასშტაბიანი იერიში დაიწყება. დღესვე, ბაღდადის შიიტურ კვარტალში - სადრ-სიტიში - იარაღის ჩაბარების პუნქტზე ნაღმსატყორცნის ჭურვი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. გუშინ ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლატიფიაში მოკლეს ცხრა პოლიციელი, რომლებიც იორდანიაში გავლილი წვრთნის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ.
XS
SM
MD
LG