Accessibility links

logo-print

დღეს ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.


დღეს ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

დღეს ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ჩატარებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამავე დროს მოეწყო რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, მიეცემა თუ არა უფლება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, 2006 წელს კიდევ ხუთი წლით, ანუ მესამე ვადით იყაროს კენჭი ქვეყნის მეთაურის პოსტზე. ბელორუსიის კონსტიტუცია ჯერჯერობით კრძალავს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ორ ვადაზე მეტით. საარჩევნო უბნებზე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეთა 76-მა პროცენტმა დადებითად უპასუხა რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვას. როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, მას არ მიუღია არავითარი საჩივრები კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ. მაგრამ როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი მინსკიდან იუწყება, მრავალრიცხოვანი დარღვევები ჯერ კიდევ ვადამდელი კენჭისყრისას გამოვლინდა. დასავლელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ მათი მისამართით ასეთი საყვედური გამოთქვა: [ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა] "ათი წელია ვმუშაობ და ათი წელია, ბელორუსიასთან დაკავშირებით თქვენ სულ რაღაცით შეშფოთებული ხართ. ალბათ დროა, დამშვიდდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი წინასწარ დადანაშაულება რაღაც გაყალბებებსა და დარღვევებში." ეუთოს მეთვალყურეები თავიანთ ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებენ.
XS
SM
MD
LG