Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაადასტურა, რომ არ აპირებს


ირანმა დაადასტურა, რომ არ აპირებს ევროპის კავშირთან თავისი ბირთვული პროგრამის განხილვას,

ირანმა დაადასტურა, რომ არ აპირებს ევროპის კავშირთან თავისი ბირთვული პროგრამის განხილვას,
ვიდრე ევროკავშირი არ აღიარებს თეირანის უფლებას, მშვიდობიანი მიზნით გამოიყენოს ბირთვული ტექნოლოგია. ასეთი განცხადება გააკეთა დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ. იგი ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებას, ირანს არსებული კონფლიქტის მოგვარების გზები შესთავაზოს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანისგან მოითხოვს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. თეირანი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG