Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში ისრაელის არმიამ მორიგი


ღაზის სექტორში ისრაელის არმიამ მორიგი თავდასხმა განახორციელა.

ღაზის სექტორში ისრაელის არმიამ მორიგი თავდასხმა განახორციელა.
ისრაელი სამხედროები ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში შეიჭრნენ. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ძიება პალესტინელი მეამბოხეებისა და იმ გვირაბებისა, რომლებითაც ისინი ეგვიპტიდან კონტრაბანდულ იარაღს იღებენ. რაფაჰში ორმხრივი სროლაც მოხდა. თუმცა, მსხვერპლის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. ისრაელის არმიის მოსამსახურეებმა დაანგრიეს ორი მიტოვებული სახლი, რომლებსაც - სამხედროთა მტკიცებით - მეამბოხეები საცეცხლე წერტილებად იყენებდნენ. ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის არმიის მიერ 18 დღის წინათ წამოწყებულ ოპერაციაში უკვე 120-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG