Accessibility links

logo-print

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი


აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ და კასპიის ზღვის აუზის საკითხებში

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ და კასპიის ზღვის აუზის საკითხებში
აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა სტივენ მენმა დღეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში თბილისისა და ვაშინგტონის თანამშრომლობის პერსპექტივას. ალასანიას თქმით, სტივენ მენს იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ესაუბრა და გადასცა ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან შეიარაღებული ჯგუფების შეყვანის შესახებ. თავის მხრივ აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG