Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში რაულ ხაჯიმბას სარჩელის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში რაულ ხაჯიმბას სარჩელის
განხილვა 19 ოქტომბრისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, ხაჯიმბა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. გადაწყვეტილების თანახმად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. ორშაბათს თანამდებობიდან გადადგა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ალა ავიძბა. როგორც ჩანს, ავიძბა სოხუმის გადამდგარ და განთავისუფლებულ მაღალჩინოსნებს შორის ბოლო არ იქნება. ორშაბათსვე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ სახალხო კრების თავმჯდომარე ნუგზარ აშუბას წერილობით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოხსნის წინადადებით მიმართა. არძინბას წერილში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას დაშვებულ იქნა უხეში კანონდარღვევები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მის წევრებზე ზეწოლის გამო, მიღებულ იქნა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. არძინბა პარლამენტის სპიკერს წერს: "რესპუბლიკის პროკურატურის შესახებ აფხაზეთის კანონის" თანახმად, პროკურორი ვალდებული იყო კანონდარღვევის ყოველ შემთხვევაზე აღეძრა საქმე, გაეპროტესტებინა კანონსაწინააღმდეგო აქტები, მიემართა სასამართლოსთვის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონით უზრუნველყოფილი ინტერესების დასაცავად. თუმცა, არცერთი ჩამოთვლილ ნაბიჯთაგან აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს არ გადაუდგამს. მეტიც, მან გააკეთა სახალხო განცხადებები, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებოდა", - ეს გახლავთ ნაწყვეტი ვლადისლავ არძინბას წერილიდან, რომელიც მან პარლამენტის სპიკერ ნუგზარ აშუბას გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG