Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პარლამენტის სპიკერი ქვეყნის ყველაზე


ყაზახეთის პარლამენტის სპიკერი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის

ყაზახეთის პარლამენტის სპიკერი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის
თავმჯდომარეობიდან გადადგა. ჟარმახან თიუაქბაიმ პარტიის წევრობაზეც უარი განაცხადა. მისი პროტესტი საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. როგორც თავად აცხადებს, ყაზახეთის პარლამენტის ამჟამინდელ სპიკერს არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ახალ პარლამენტთან, სადაც უმრავლესობას მმართველი "ოტანის" პარტია ინარჩუნებს. თიუაქბაის განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ მოჰყვა მისივე ინტერვიუს გამოქვეყნებას, სადაც პარლამენტის სპიკერი ამორმჩეველთა უფლებების მასობრივ დარღვევებზე ლაპარაკობს: [თიუაქბაის ხმა] "უნდა განვაცხადო, რომ პარლამენტი გაყალბებით აირჩა, ის უნდა დაიშალოს და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები პრეზიდენტი, როგორც ხელისუფლების სათავეში მყოფი პირი, უნდა გამოეხმაუროს ჩემს განცხადებას და არჩევნები ძალადაკარგულად გამოაცხადოს".
XS
SM
MD
LG