Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ოქტომბერს შეერთებული შტატების ოთხ


18 ოქტომბერს შეერთებული შტატების ოთხ შტატში: ფლორიდაში, ტეხასში,

18 ოქტომბერს შეერთებული შტატების ოთხ შტატში: ფლორიდაში, ტეხასში,
კოლორადოსა და არკანზასში არჩევნების წინასწარი ეტაპი იწყება. ჩამოთვლილი შტატების კანონი არჩევნების დადგენილ თარიღზე ორი კვირით ადრე დაწყების საშუალებას იძლევა. ფლორიდაში გამარჯვებას პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის – ბუშისთვისაც და კერისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. წინასწარი არჩევნების დაწყებას თან სდევს შეიარაღებული თავდასხმების სერია ერაყში. ამის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშის გამარჯვების ხელის შეშლისთვის ხორციელდება: [პუტინის ხმა] "საერთაშორისო ტერორიზმის მიზანია არ დაუშვას ბუშის ხელმეორედ პრეზიდენტად არჩევა. და თუკი მიაღწევენ მიზანს, მაშინ, რასაკვირველია, ისინი იზეიმებენ, მართალია, ტაქტიკურ, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვან გამარჯვებას ამერიკაზე და გარკვეულწილად საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ძალებზეც".
XS
SM
MD
LG