Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ


2005 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ ხელახლა უნდა შეადგინოს.

2005 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ ხელახლა უნდა შეადგინოს.
ეს გადაწყვეტილება სამშაბათს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში დარღვეულია სახელფასო პოლიტიკა. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასი 5-ჯერ აჭარბებს სხვა სამინისტროების მუშაკების ჯამაგირს. გოცირიძეს დაუშვებლად მიაჩნია ბიუჯეტში სოციალისტური ნორმების ჩადება, რაც ღარიბი მოსახლეობის პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. მისი აზრით, სიღატაკის დაძლევა ფულადი კომპენსაციების დარიგებით შეუძლებელია. 2005 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის ექსპერტთა კომისია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შაბათს გუდაურში განიხილავს.
XS
SM
MD
LG