Accessibility links

logo-print

ერაყში ორდღიანი ოპერაციის დროს ბაღდადის


ერაყში ორდღიანი ოპერაციის დროს ბაღდადის სამხრეთში ამერკელმა სამხედროებმა დააკავეს 130-მდე მეამბოხე.

ერაყში ორდღიანი ოპერაციის დროს ბაღდადის სამხრეთში ამერკელმა სამხედროებმა დააკავეს 130-მდე მეამბოხე.
ერაყისა და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთა ცნობით, ერაყის ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი იქნა მოკლული და 80 ერაყელი დაიჭრა გვარდიის შტაბზე ნაღმსატყორცნებით განხორციელებული იერიშის შედეგად ბაღდადის ჩრდილოეთით. დღესვე ბაღდადში გაიტაცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "კეარის" ერაყის შტოს ხელმძღვანელი მარგარეტ ჰასანი. ბაღდადის ჩრდილოეთით, ბაჰჯის მახლობლად, დივერსანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ნავთობსადენს, რის შედეგადაც შეწყდა ნავთობის გადაქაჩვა. დაბოლოს, როგორც იტყობინებიან, შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს მწვავე შეტაკებები ჰქონდა მეამბოხეებთან რამადიში, 100 კილომეტრში ბაღდადიდან დასავლეთით.
XS
SM
MD
LG