Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლის, მაიორ სკოტ


აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლის, მაიორ სკოტ ნელსონის განცხადებით,

აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლის, მაიორ სკოტ ნელსონის განცხადებით,
შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთები და ავღანეთის სამთავრობო ძალები კიდევ უფრო გააფართოებენ ოპერაციებს თალიბანის რაზმების წინააღმდეგ, რათა გამოიყენონ თალიბანის ლიდერთა ბანაკში გაჩენილი ბზარი. ქაბულში გამოსვლისას, ნელსონმა განაცხადა, რომ ეს ოპერაციები "მტრის კუბოში ბოლო ლურსმანს ჩააჭედებს". ამერიკელი მაიორის თქმით, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ თალიბანის ლიდერთა ბანაკში უთანხმოებაა. [სკოტ ნელსონის ხმა] "ავღანეთიდან და პაკისტანიდან მიღებული სადაზვერვო მასალების თანახმად, თალიბანის მოძრაობის ლიდერს, მოლა ომარსა და თალიბების რამდენიმე მეთაურს შორის სერიოზული უთანხმოება შეიქმნა ამასწინანდელი არჩევნების შემდეგ სტრატეგიის საკითხში. თალიბები გაწბილებული არიან იმის გამო, რომ არჩევნების ჩაშლა ვერ მოახერხეს."
XS
SM
MD
LG