Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მუზეუმების საჯარო სამართლის იურიდიულ


სახელმწიფო მუზეუმების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს კანონპროექტი

სახელმწიფო მუზეუმების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს კანონპროექტი
ეროვნული მუზეუმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელმა, დავით ლორთქიფანიძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას აზრით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება, რასაც გარკვეულწილად უზრუნველყოფს კიდეც წარმოდგენილი კანონპროექტი. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ხელოვნების, ეთნოგრაფიის, ისტორიისა და სახელმწიფო მუზეუმების, აგრეთვე, ქარვასლის კონსოლიდაციას ერთიან ეროვნულ სახელმწიფო მუზეუმად. ამასთან დაკავშირებით, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუზეუმებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებაც მიეცემათ.
XS
SM
MD
LG