Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ორგანიზაცია "ტრანსპარენსი ინტერნეშნლმა" -


დღეს ორგანიზაცია "ტრანსპარენსი ინტერნეშნლმა" - ქართულად "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" - 2004 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

დღეს ორგანიზაცია "ტრანსპარენსი ინტერნეშნლმა" - ქართულად "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" - 2004 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ამ კვლევის შედეგად ადგენენ ქვეყნების კლასიფიკაციას სახელმწიფო მოხელეთა და პოლიტიკოსთა შორის კორუფციის გავრცელების ხარისხის მიხედვით. ათბალიან სისტემაში საქართველოს ორი ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით იმ 60 ქვეყნის რიცხვშია, სადაც კორუფციის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. ამავე ქვეყნებს შორის არიან შუა აზიის რესპუბლიკები. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიკლოშ მარშალმა: [მიკლოშ მარშალის ხმა] "სამწუხაროდ, შუა აზიის რეგიონიდან სასიხარულო ცნობები ვერ მივიღეთ. მისი რეიტინგი უწინაც მეტად დაბალი იყო, მაგრამ ახლა ეს ქვეყნები კიდევ უფრო ქვემოთ დაეშვნენ. და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ტენდენცია არ იცვლება." განხილულ ქვეყნებს შორის საქართველო 133-ე ადგილზეა. 146 ქვეყანას შორის კორუფციის ყველაზე დაბალი დონე ფინეთში აღირიცხა, ხოლო ყველაზე მაღალი - ჰაიტიში.
XS
SM
MD
LG