Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი მიესალმება ბრიტანეთის გადაწყვეტილებას


თეთრი სახლი მიესალმება ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, სამხრეთიდან ცენტრალურ ერაყში ჯარების გადაჯგუფების თაობაზე.

თეთრი სახლი მიესალმება ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, სამხრეთიდან ცენტრალურ ერაყში ჯარების გადაჯგუფების თაობაზე.
თეთრი სახლის წარმომადგენლმა სკოტ მაკლელანმა, განაცხადა, რომ ბრიტანელები უზარმაზარ მსხვრეპლს იღებენ იმისათვის, რომ ერაყელმა ხალხმა თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლის შენება შეძლოს. მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯეფ ჰუნმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი შეასრულებს შეერთებული შტატების თხოვნას ერაყში მიმდინარე ოპერაციებში სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ. ჰუნმა პარლამენტის ქვედა პალატას განუცხადა, რომ ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობის შეფასებით, ერაყში ბრიტანელი სამხედროებისთვის მოსალოდნელი რისკი მისაღებია. ლონდონში გამოსვლისას ჯეფ ჰუნმა აღნიშნა, რომ ამჟამად ერაყის სამხრეთში მომსახურე 850 ბრიტანელ ჯარისკაცს ბაღდადის სამხრეთით მდებარე ცხელ წერტილებში გადაიყვანენ იმისათვის, რომ იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების პოზიციები გაამყარონ. ჯეფ ჰუნმა დააზუსტა აგრეთვე, რომ ლონდონი არ გეგმავს ერაყში ბრიტანელი სამხედროების რაოდენობის გაზრდას.
XS
SM
MD
LG