Accessibility links

logo-print

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანს


საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანს შესთავაზეს წამახალისებელი წინადადებები იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა ურანის გამდიდრების პროგრამის განხორციელება შეწყვიტოს.

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანს შესთავაზეს წამახალისებელი წინადადებები იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა ურანის გამდიდრების პროგრამის განხორციელება შეწყვიტოს.
ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებმა განცხადება გააკეთეს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში გამართულ მოლაპარაკებებზე. ირანის წარმომადგენელმა სირუს ნასერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანი დათანხმდა, გააგრძელოს ამ თემაზე დიალოგი და უახლოეს დღეებში გააგრძელებს სამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს. როგორც იტყობინებიან, ვენაში ირანს შესთავაზეს ბირთვული ტექნოლოგია, მათ შორის ე.წ. "მსუბუქ წყალზე" დამყარებული ბირთვული რეაქტორი, თუკი ირანი დაარწმუნებს ამ ქვეყნებს, რომ ის საიდუმლოდ არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. ვენაში გამართული შეხვედრა წინ უსწრებს გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 25 ნოემბრისთვის დაგეგმილ სხდომას, რომელიც მთლიანად ირანის საკითხს მიეძღვნება. ირანი დღემდე უარყოფს ბრალდებას მის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების მცდელობის შესახებ.
XS
SM
MD
LG