Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს


ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას ბელორუსიაში დემოკრატიის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გამო.

ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას ბელორუსიაში დემოკრატიის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გამო.
"ბელორუსიის დემოკრატიის აქტი 2004" შეერთებული შტატების კონგრესმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო. 20 ოქტომბერს კი ამ დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ბუშმა მოაწერა. "ბელორუსიის დემოკრატიის აქტ 2004"-ის თანახმად შეერთებული შტატები დააფინანსებს დამოუკიდებელი მედიის სეგმენტის ჩამოყალიბებას ბელორუსიაში. ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ გასულ კვირას ბელორუსიაში ჩატარებული საპარლამენტონ არჩევნები და რეფერენდუმი, რომელის ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს იმდენჯერ მისცემ პრეზიდენტობის საშუალებას, რამდენჯერაც მას მოესურვება, "ჩატარდა დარღვევებისა და დაშინების ვითარებაში". ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ანდრეი სავინიხი ამბობს, რომ შტატების მიერ მიღებული ახალი კანონი არის "აშკარად არამეგობრული ნაბიჯი", რომელიც "ცივი ომის დროინდელ დაპირისპირებას მოგვაგონებს".
XS
SM
MD
LG