Accessibility links

logo-print

ბელორუსიის დედაქალაქში საკუთარ ბინაში მოკლული


ბელორუსიის დედაქალაქში საკუთარ ბინაში მოკლული იპოვნეს ოპოზიციურ გაზეთ "სოლიდარონსტის" კორესპონდენტი ვერონიკა ჩერკასოვა.

ბელორუსიის დედაქალაქში საკუთარ ბინაში მოკლული იპოვნეს ოპოზიციურ გაზეთ "სოლიდარონსტის"
კორესპონდენტი ვერონიკა ჩერკასოვა.
ბელორუსი ჟურნალისტის გვამი ნათესავმა აღმოჩინა. ჩერკასოვას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში. ვერონიკა ჩერკასოვა ბელორუსიის მედიის დამოუკიდებელი საშუალებებისთვის ბოლო 15 წლის მანძილზე მუშაობდა. მისმა კოლეგამ – მარინა ზაგორსკაიამ სააგენტო ფრანს-პრესს განუცხადა, რომ ბოლო დროს ჩერკასოვა პოლიტიკურ სტატიებს არ წერდა, არამედ ბელორუსიაში რელიგიური სექტების მოღვაწეობის შესახებ აწარმოებდა ჟურნალისტურ კვლევას.
XS
SM
MD
LG