Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცერმა


ბრიტანეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცერმა თქვა, რომ ბრიტანეთის ნაწილები ბაღდადის მახლობლად გადაჰყავთ,

ბრიტანეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცერმა თქვა, რომ ბრიტანეთის ნაწილები ბაღდადის მახლობლად გადაჰყავთ,


რათა ისინი აშშ-ის სამხედროებს ჩაენაცვლონ. ეს უკანასკნელნი ფალუჯის მახლობლად ერაყელი მეამბოხეების წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას აწარმოებენ. 850 ბრიტანელი დატოვებს თავის ადგილსამყოფელს და ახალ პოზიციას დაიკავებს. თავდაცვის შტაბის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ უოკერმა რწმენა გამოთქვა, რომ ერაყს მიეცემა საკმარისი საშალება ჩაატაროს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რეგიონს მეამბოხეები აკონტროლებენ. მისივე თქმით, ასეა, ზოგი არეალი უფრო რთულია, ვიდრე სხვა. აშშ-ის არმიის ინფორომაციით, დღეს საზღვაო ქვეითები ფალუჯასთან ერაყელ მეამბოხეებს ებრძოდნენ, ამასთან ცეცხლს უშენდნენ მოწინაღმდეგის ობიექტებს.
XS
SM
MD
LG