Accessibility links

logo-print

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება სომხეთის


საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი.
მიხეილ სააკაშვილი მას პარასკევს სოფელ სადახლოში დახვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ვერტმფრენით ჩაფრინდნენ თბილისში. რას შეეხებოდა კოჩარიანისა და სააკაშვილის ერთსაათიანი საუბარი. ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე რობერტ კოჩარიანმა განაცხადა: [კოჩარიანის ხმა] "აქცენტი გაკეთდა ეკონომიკასთან, იმავე ტრანსპორტთან, ენერგეტიკასთან, კანონმდებლობასთან, ჩვენს საბაჟო ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შევეხეთ ჩვენი პოლიციის სტრუქტურების ურთიერთქმედებისა და მთელ რიგ სხვა საკითხებს". სომხეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის სარკინიგზო კავშირის აღდგენას, მითუმეტეს, რომ აფახაზეთი-რუსეთის მონაკვეთი ისედაც ფუნქციონირებს და სომხეთის პრეზიდენტის აზრით, გამჭოლი მიმოსვლის არ არსებობა ორივე ქვეყნისთვის საზიანოა.
XS
SM
MD
LG