Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 22 ოქტომბერს


რუსეთის სახელმწიფო დუმამ 22 ოქტომბერს აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 22 ოქტომბერს აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი
"კიოტოს ოქმის" მიღებას, რითაც აღნიშნული ოქმის ამუშავებას გაეხსნა გზა. მას შემდეგ, რაც გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის გათვალისწინებული "კიოტოს ოქმიდან" შეერთებული შტატები გამოვიდა, ანუ 2001 წლიდან, რუსეთის მიერ ამ ოქმის რატიფიკაციას გაერო გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. გარემოს დაცვის საკითხებში გაეროს უზენაესმა პირმა კლაუს ტოიპფერმა სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებას დედამიწაზე კლიმატურ ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით "მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა". ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდიც მიესალმა რუსეთის დეპუტატთა გადაწყვეტილებას და გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს "კიოტოს ოქმის" რატიფიკაციის საკითხს. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ოქმის რატიფიკაციას: [ერელის ხმა] "არ მიგვაჩნია, რომ კიოტოს ოქმი არის რაღაც რეალისტური შეერთებული შტატებისთვის და არ გაგვაჩნია მისი რატიფიკაციის არავითარი განზრახვა. ამასთან, ჩვენ განუწყვეტლივ განვმარტავთ, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ უფლება განსაზღვრონ რამდენად შეესაბამება მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ხელშეკრულების რატიფიკაცია".
XS
SM
MD
LG