Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი აცხადებს, რომ ვაშინგტონი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი აცხადებს, რომ ვაშინგტონი
არ დათანხმდება ჩრდილოეთი კორეის მიერ შეთავაზებულ პირობებს ბირთვული პროგრამების თაობაზე მოლაპარაკებათა განახლების შესახებ. კოლინ პაუელმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა თვითმფრინავში, როცა ის იაპონიისკენ მიემგზავრებოდა. მან აღნიშნა, რომ ფხენიანს ვერ დააჯილდოებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ე.წ. "ექვსმხრივ" მოლაპარაკებებზე დასწრებაზე თანხმობას განაცხადებს. გუშინ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შტატები მზად არის ექვსმხრივი მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის: [რამსფელდის ხმა] "შეერთებული შტატების პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებები არის საკითხისადმი მართებული მიდგომა. ამ პროცესის მიზანი კი არის ჩრდილოეთ კორეელებთან მოლაპარაკებების გზით დიპლომატიური წარმატების მიღწევა. და ეს პროცესი მიმდინარეობს".
XS
SM
MD
LG