Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი აცხადებს,

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი აცხადებს,
რომ 2004 წლის 23 ოქტომბერს ღამის 1 საათზე სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ბეჟან ხიმშიაშვილმა განცხადებით მიმართა და განსასჯელ მოლაშვილის პატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადება ითხოვა. ვარძელაშვილის თქმით, მოსამართლემ განცხადებაში მიუთითა, რომ სამინისტროს უზრუნველეყო აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების საჯაროობა და მასმედიის დასწრება, რაც მინისტრის მოადგილის თქმით, განხორციელდა. ვარძელაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ბოლო წუთებში უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დასწრებაზე. კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს – სულხან მოლაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 1 თვით და 10 დღით გაუგრძელეს. ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ და პროკურორმა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შუაღამისას გამოაცხადეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის თქმით, ამ ფაქტს არ ესწრებოდა არც თავად მოლაშვილი და არც მისი ადვოკატები. მოლაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა ღამის 3 საათზე ეწურებოდა.
XS
SM
MD
LG