Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 ოქტომბერს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები



31 ოქტომბერს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. შაბათს კი უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის ვიკტორ იუშჩენკოს სულ ცოტა 80 ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა. იუშჩენკო წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება მთავარ კონკურენტს – პრეზიდენტობის მეორე კანდიდატ – პრემიერ-მინისტრ ვიკტორ იანუკოვიჩს. იუშჩენკომ კიევში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ 31 ოქტომბერი ქვეყნისთვის უდიდესი დღე იქნება. როგორც ჩვენი კორესპონდეტნი იტყობინება უკრაინიდან, იუშჩენკოს მხარდამჭერები მთელი უკრაინიდან ჩავიდნენ კიევში მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა მათთვის დედაქალაქში ჩაღწევაში ხელი შეეშალა.
XS
SM
MD
LG