Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში შაბათს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.


კოსოვოში შაბათს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იქ 120 დეპუტატი უნდა აერჩიათ,

კოსოვოში შაბათს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იქ 120 დეპუტატი უნდა აერჩიათ,
რომლებიც შემდეგ პრეზიდენტსა ად მთავრობას აირჩევენ. როგორც იტყობინებიან, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა პასიურობა შეინიშნებოდა. რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას არჩევნებისას ადგილი არ ჰქონია. განსაკუთრებული პასიურობა გამოიჩინეს სერბების უმცირესობისა და სერბ ლტოლვილთა წარმომადგენლებმა, რომლებსაც უფლება ჰქონდათ სერბიის სხვა ნაწილებში მიეღოთ მონაწილეობა კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში. კოსოვოს საარჩევნო კომისიის თანახმად, საარჩევნო უბნების დახურვამდე 4 საათით ადრე არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა 41 პროცენტს. მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, სერბებს ახალ პარლამენტში 10 ადგილი ერგებათ. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლოს ალბანელთა რომელიმე პარტიამ. კოსოვოს გამოჩენილი სერბი პოლიტიკოსი – ოლივერ ივანოვიჩი ამბობს, რომ ისინი, ვინც დღეს არჩევნებში მონაწილეობისთვის საკმარისი სიმამაცე გამოიჩინა, მორალური გამარჯვებულები არიან: [ივანოვიჩის ხმა] "აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ არჩევნებში მორალურად გავიმარჯვეთ იმ პირობებში, როცა მთელი მთავრობა ჩვენს წინააღმდეგ არის განწყობილი და როცა ასეთი ძლიერია ანტი-საარჩევნო კამპანია. ჩვენ ჩვენს კონკურენტებან შედარებით არათანაბარ, უსამართლო პირობებში ვიმყოფებით." კოსოვოს სერბები იმუქრებოდნენ, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ არჩევნებს უსაფრთხოების პირობების არარსეობის გამო. კოსოვოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი – ალბანელები, სავარაუდოდ კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერ კანდიდატებს მისცემდა ხმას.
XS
SM
MD
LG