Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს ოთხ საარჩევნო ოლქში


დღეს საქართველოს ოთხ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები მოეწყო - თბილისის კრწანისისა და დიდუბის რაიონებში, აგრეთვე,

დღეს საქართველოს ოთხ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები მოეწყო - თბილისის კრწანისისა და დიდუბის რაიონებში, აგრეთვე,
ზესტაფონსა და გორში. კრწანისის რაიონში კენჭს იყრიდნენ: ნაციონალური მოძრაობიდან ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი გიორგი ასანიძე; ლეიბორისტული პარტიიდან - იოსებ შატბერაშვილი და სახალხო ფრონტიდან მისი ლიდერი ნოდარ ნათაძე. დიდუბის რაიონში არჩევნებში კანდიდატურები წამოაყენეს: ნაციონალური მოძრაობიდან თეიმურაზ ჭეიშვილმა, ლეიბორისტული პარტიიდან” პაატა ჯიბლაძემ და საინიციატივო ჯგუფიდან ჯუმბერ თავართქილაძემ. ზესტაფონისა და გორის რაიონებში კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ. ზესტაფონის რაიონში კენჭს იყრიდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თეიმურაზ ცერცვაძე, ხოლო გორის რაიონში - პოლიტიკური გაერთიანება "ერთობის" ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან უკვე გაისმა არჩევნების გაყალბების ბრალდებები. კერძოდ, ეს ბრალდებები გამოთქვეს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა, "გაერთიანებული ეროვნული ძალები – კონსერვატორების" ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა, აგრეთვე სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG