Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი აუცილებლად მიიჩნევს, ჩრდილოეთი კორეა კვლავ ჩაებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი აუცილებლად მიიჩნევს, ჩრდილოეთი კორეა კვლავ ჩაებას
მრავალმხრივ მოლაპარაკებაში, რომელიც მის ბირთვულ პროგრამას ეხება. ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნობუტაკა მაჩიმურასთან შეხვედრის შემდეგ, პაუელმა განაცხადა: [კოლინ პაუელის ხმა] "დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკება გაგრძელდეს, და რაც უფრო მალე მიხვდება ჩრდილოეთი კორეა, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა სწორე ეს არის, მით უფრო მეტს მივაღწევთ." ნობუტაკა მაჩიმურამ, თავის მხრივ, თქვა: [ნობუტაკა მაჩიმურას ხმა] "შევთანხმდით, რომ მრავალმხრივ მოლაპარაკებას განვაგრძობთ და ვითანამშრომლებთ - არა მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე, არამედ ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად. ვიმუშავებთ ყველა ერთად, რათა მოვაგვაროთ ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ წარმოშობილი პრობლემები." სექტემბერში კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო მრავალმხრივი მოლაპარაკების მეოთხე რაუნდში. წინა სამი რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა. იაპონიიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთში გაემგზავრა, სადაც მასპინძელი ქვეყნის ლიდერებს ხვდება.
XS
SM
MD
LG