Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ იაპონიაში ათასობით ადამიანი მეორე


ჩრდილოეთ იაპონიაში ათასობით ადამიანი მეორე ღამეს ატარებს ღია ცის ქვეშ ან დროებით თავშესაფრებში

ჩრდილოეთ იაპონიაში ათასობით ადამიანი მეორე ღამეს ატარებს ღია ცის ქვეშ ან დროებით თავშესაფრებში
- მას შემდეგ, რაც შაბათს იქ ბოლო ცხრა წლის მანძილზე ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. იაპონიის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 21 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 2000-ს აღწევს. პირველი მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალით 6,8 ბალი იყო, რასაც მოჰყვა ოდნავ უფრო ნაკლები სიმძლავრის რყევები. მიწისძვრის გამო ასიათასობით ოჯახს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგება. იაპონია სეისმურად დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რაიონში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG